|
2018-12-14 18:35:35, 1392 ნახვა
კომენტარი
ევროპარლამენტარი: იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს სასამართლო სისტემა გამჭვირვალე ხდება
ევროპარლამენტარი საჯად კარიმი საქართველოში განხორციელებული რეფორმების და მიმდინარე მოვლენების შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე რეფორმები ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს ასახავს. საქართველოს ახლა პირველად ჰყავს ქვეყნის მეთაური არჩეული ქალი და იუსტიციის მაღალკვალიფიციური ქალი მინისტრის, თეა წულუკიანის, ხელმძღვანელობით სასამართლო სისტემა სრულიად გამჭვირვალე და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი ხდება", − წერს ევროპარლამენტარი. მისივე თქმით, საქართველოში ასეთ პროგრესს ვერავინ ივარაუდებდა. „ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კომპონენტს მოიცავს, ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა. მას შემდეგ საქართველო ცდილობს, თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოოს. ამის შედეგად, 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლე პერიოდის განმავლობაში უვიზოდ შეუძლიათ ყოფნა", − აღნიშნულია სტატიაში. ევროპარლამენტარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც წერს და აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი „საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება". „მიმდინარე წლის ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა ეს პოზიცია, რაც ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი შემდგომი აგრესია არ იქნება შეწყნარებული. ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტში დელეგაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას ვმასპინძლობდი. სამივე ქვეყნის ელჩები და წარმომადგენლები იზიარებდნენ ერთსა და იმავე პლატფორმას, რაც რამდენიმე წლის წინათ წარმოუდგენელი იყო. ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა, ამ საპარლამენტო განზომილებისა და ჩემი თანათავმჯდომარეების − არმენ აშტოიანის, თამარ ხულორდავასა და ჯავანშირ ფეიზიევის, ასევე, ელჩების − მარკარიანის, საბანაძის და ისგანდაროვის, გარეშე, რომლებიც ამ პროცესის ძირითადი თანამონაწილეები იყვნენ", − წერს ევროპარლამენტარი. სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)