|
2018-12-12 14:50:13, 1270 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე მელიას: სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დაკარგულ სახეს
„მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი დამარცხებული",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას გამოსვლას პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, მმართველი გუნდი გამარჯვებას ღირსეულად შეხვდა და ისტერიკა, რომელიც ოპოზიციაში ჩანს, აჩვენებს, რომ ოპოზიცია საკუთარ მარცხს უღირსად შეხვდა. „ბატონო ნიკა, თქვენი გამოსვლა იყო სავსე შეურაცხყოფით, ცილისწამებით. მოგიწოდებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს. არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე. სირცხვილია. მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი დამარცხებული. აქ მარტივ რაღაცაზეა საუბარი, გამარჯვებასაც უნდა ღირსეული შეხვედრა და დამარცხებასაც უნდა ღირსეული შეხვედრა. თქვენ რასაც იმას უწოდებთ, რომ ომახიანად არ გამოვდივართ, ეს არის ის, რომ ჩვენ ღირსეულად შევხვდით გამარჯვებას და ეს ისტერიკა, რაც აქეთ ჩანს, ეს არის ზუსტად ის, რომ უღირსად შეხვდით საკუთარ მარცხს და არ შეიძლება ასე. რაც შეეხება, ბატონი გიგა ბოკერიას შენიშვნას, რეპლიკები ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული ფორმა, ამას ბატონი გიგაც ხშირად მიმართავს ხოლმე, შეგახსენებთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)