|
2015-06-15 13:22:27, 635 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო სტიქიის ამსახველ გრაფიკულ ვიდეომასალას აქვეყნებს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, 13 ივნისის სტიქიის ამსახველ გრაფიკულ ვიდეომასალას აქვეყნებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას ჰქონდა ადგილი. „კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონ მეტრ კუბამდე მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა. ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით. შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა. დღეის მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას. მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგების ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა სტიქიურ ადგილებში და აწარმოებენ პროცესების დეტალურ შესწავლას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდიაციისა და პრევენციის პროცესებში“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)