|
2018-12-11 12:54:19, 1452 ნახვა
კომენტარი
კალაძე - აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. „ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით ჭორები რამდენიმე კვირის წინაც ვრცელდებოდა და შესაბამისი პასუხი იქნა გაცემული. სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, Foreign Policy-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა. გამოცემის ჟურნალისტები რობი გრამერი და ემი მაკინნონი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, ამის მიზეზი საქართველოს მთავრობაში რამდენიმე პირის პოზიცია გახდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბრინკი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი ფიგურაა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)