|
2018-12-10 17:26:48, 1345 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე - არ შეიძლება პოლიციას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ალიანსშია კრიმინალებთან, რომ ხმები მიიღოს
„არ შეიძლება პოლიციას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ალიანსშია კრიმინალებთან, რომ ხმები მიიღოს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. კახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას სამეგრელოში არსებული სიტუაცია პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი და გამორიცხავს, მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ საქმის კურსში არ ყოფილიყო. „ბატონი შს მინისტრი იყო ჩასული სამეგრელოში და პირად კონტროლზე ქონდა აყვანილი პირველ და მეორე ტურებს შორის იქ არსებული სიტუაცია და მე, პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ გახარიას არ სცოდნოდა, არ ყოფილიყო სრულად საქმის კურსში ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ვთვლი,რომ გიორგი გახარიაც პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი ამ ფაქტზე და იმ ზეწოლაზე ,რომელიც განიცადა მოსახლეობამ, კონკრეტულად სამეგრელოში, მაგრამ არა მხოლოდ, იმიტომ რომ მინისტრის პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მძიმდება, როდესაც ჩვენ ვიცით და ეს არის საყოველთაო ცნობილი ფაქტი, რომ თავის თვალით ნახა, როგორც ამომრჩევლემა, ისე სახლში დარჩენილმა ტელევიზორიდან, რომ შს მინისტრი იყო გარიგებული კრიმინალურ ავტორიტეტებთან, არ შეიძლება პოლიციას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ალიანსში არის კრიმინალებთან, რომ ხმები მიიღოს. სახელმწიფო არ შეიძლება დანაშაულთან შედიოდეს ალიანსში, დანაშაული თავისი არსით არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. ამიტომ ჩვენ, ეხლა გვაქვს სრულაიდ მარაზმატიკული სიტუაცია, როდესაც შს მინისტრი გვიანონსებს მართწესრიგის ოფიცრის რეფორმას, რომელიც ერთი შეხედვით სწორი ნაბიჯია, მარცხენა ხელით ამას აკეთებს და მარჯვენა ხელით, ხელს ართმევს კრიმინალებს და ძველ ბიჭებს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)