|
2018-12-10 14:07:36, 1570 ნახვა
კომენტარი
ბესელია ია კერზაიას საქმეზე: საჭიროა ობიექტური შეფასება - ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა
„საჭიროა ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტი სამინისტროსთან ერთად ყველა გარემოებაზე იმსჯელებს. „ვფიქრობ, რომ კომიტეტი სამინისტროსთან ერთად ყველა გარემოებაზე იმსჯელებს, ყველა საკითხს გულდასმით ჩაჰყვება და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მძიმე ფონზე, როდესაც გარდაიცვალა ადამიანი, საჭირო არის ობიექტური შეფასება, ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, გუშინ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ დედამისი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. პოლიტიკურ ზეწოლაზე ია კერზაია თავადაც საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)