19:01 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 11:24:08, 437 ნახვა

საზოგადოება
მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ, დღეს აღუდგება

მოსახლეობას, რომელსაც დენი სტიქიის გამო გაეთიშა, ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, დღეს აღუდგება.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს და არსებული პრობლემა შესაძლოა, დღის ბოლომდეც აღმოიფხვრას.

„დასრულდა აღდგენითი სამუშაოები და დაიწყო უკვე მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდება. არის ორი კორპუსი იმ ხეობის მიმდებარედ, სადაც პრობლემები იყო. ამ დროისთვის მხოლოდ ამ ორ კორპუსს არ მიეწოდება ელექტროენერგია და აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„თელასში“ აცხადებენ, რომ რამდენიმე კორპუსში აღდგენითი სამუშაოების დაწყება წყლის არსებობის გამო ვერ ხერხდება. სტიქიის გამო უშუქოდ 25 ათასამდე აბონენტი იყო დარჩენილი, თუმცა უმეტესობას უკვე მიეწოდება ელექტროენერგია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics