19:00 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 10:48:31, 463 ნახვა

საზოგადოება
საპარტნიორო ფონდი სტიქიისგან დაზარალებულებს 50 000 ლარით დაეხმარება

საპარტნიორო ფონდი სტიქიისგან დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარება. 

როგორც საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი აცხადებს, ფონდი მზადაა გამოყოს  50 000 ლარი, რომელიც 13–14 ივნისის  ღამეს ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება. 

„ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და განვიცდით იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდნენ წუხანდელი სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახები. ჩვენ გამოვყავით 50 000 ლარი, გადავრიცხავთ სპეციალურ ანგარიშზე და გვსურს მათი მდგომარეობის შემსუბუქებაში გარკვეული წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics