05:52 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 13:10:29, 1706 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი ოპოზიციას - მოვუწოდებ ყველას, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზად არის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობები "ახალი ფურცლიდან დაიწყოს".

ზურაბივილის თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა წაგება უნდა აღიაროს.

„დემოკრატიის პირველი წესი არის, რომ როცა წააგებ არჩევნებში, ვინც არ უნდა იყოს, აღიარებული იყოს, არჩეული, გინდაც, პრეზიდენტი, გუნდაც დეპუტატი, ეს არის დემოკრატია, როცა წაგებას ეგუები და ვიწყებთ ახალი ფურცლიდან. მე მზად ვარ, რომ დაიწყოს ახალი ფურცლიდან და ყველას მოვუწოდებ, რომ დავიწყოთ ერთად,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ამ განცხადებით, ზურაბიშვილი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშაა. გიორგი ლომიას მტკიცებით, ზურაბიშვილი არ არის მეფის შთამომავალი და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაიმართოს ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეფის სასახლეში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics