|
2018-12-04 18:34:31, 1803 ნახვა
კომენტარი
პიტერ დენისი: მართლწესრიგის ოფიცერი ეს ახალი ცნებაა, თუმცა უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ისწრაფვის ამის დანერგვისკენ
"ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე თქვენს გვერდით ასეთ მნიშვნელოვან წუთებში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა თქვენგანი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამთ, რათა შექმნათ ეფექტური საპოლიციო სისტემა საქართველოში. ევროკავშირის დელეგაციის სახელით, მსურს გამოვხატო ჩემი ძლიერი მხარდაჭერა თქვენი , სამინისტროს და მართლწესრიგის ოფიცრების ყოველდღიური საქმიანობის მიმართ“ - ამის შესახებ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა პიტერ დენისმა მართლწესრიგის ოფიცრების პრეზენტაციაზე განაცხადა. პიტერ დენისის თქმით, ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ მართლწესრიგის ოფიცრები მოემსახურებიან საზოგადოებრივ წესრიგს და უფრო მჭიდრო ხიდი გაიდება პოლიციასა და საზოგადოების წევრებს შორის. "ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. არაერთი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება მოვახდინეთ, იყო ვიზიტები ჰოლანდიაში. სამინისტროს წარმომადგენლებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა შეითვისეს. მართლწესრიგის ოფიცერი ეს არის ახალი ცნება, თუმცა უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ისწრაფვის ამის დანერგვისკენ", - განაცხადა პიტერ დენისმა. დღევანდელ პრეზენტაციაზე მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუტსა და ზოგადად რეფორმის მნიშვნელობაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორმაც ისაუბრა. "მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ემსახურება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და აგრეთვე, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევაზე რეაგირებას. აუცილებელია, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები უფრო და უფრო გაძლიერდეს და ორიენტირებული იყოს პრევენციულ ღონისძიებებზე, ყურადღება გამახვილდეს ძალადობასა და სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებებზე დროულ რეაგირებაზე. თქვენ აქ შემთხვევით არ იმყოფებით, თქვენ ხართ პირველი ხიდი რომ საზოგადოებაში არსებული პრობლემების ნაპრალი ამოივსოს", - მიმართა მართლწესრიგის ოფიცრებს მაკ მაკმენმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დღეს თბილისში , კონკრეტულად კი ვაკე - საბურთალოს რაიონებში, მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)