19:00 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 20:23:20, 490 ნახვა

საზოგადოება
ლიტვაში საქართველოს დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ლიტვის ქალაქ შაულიაში საქართველოს დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შაულას ადმინისტრაციამ მიიღო.
უწყების ცნობით,  შემოსული თანხა  თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გადაირიცხება.
ცნობისთვის, წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად, დედაქალაქის რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა. გმირთა მოედნიდან ე.წ. მშრალ ხიდამდე გზის საფარი დაზიანდა. მძიმე ვითარებაა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი. სტიქიის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული. მათ შორის არიან მაშველები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics