19:00 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 17:38:36, 432 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ

იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და რიგითი თანამშრომლები  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სისტემის თანამშრომლები სტიქიის ზონაში, თამარაშვილის გამზირზე გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. თანამშრომლების ნაწილი კი თბილისის იმ უბნებზე გადანაწილებას ელოდებიან, რომლებიც გუშინდელმა წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზარალა.

იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს იმ ადამიანთა ოჯახებს, რომლებიც წუხელ თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ იმსხვერპლა.

დაზარალებულ უბნებზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების ფიზიკური მუშაობა სტიქიის შედეგების საბოლოო ლიკვიდაციამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics