|
2015-06-13 09:38:26, 816 ნახვა
ეკონომიკა
14-20 ივნისს კომპიუტერული გრაფიკის საერთაშორისო ფესტივალი „ICG Tbilisi 2015“ გაიმართება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ასოციაცია „CG Georgia“ და კომპანია „Easysoft“-ი 14-20 ივნისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში, კომპიუტერული გრაფიკის საერთაშორისო ფესტივალს „ICG Tbilisi 2015“ აწყობს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო, კერძო და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები; კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების ინდუსტრიის ადგილობრივი და საერთაშორისო დონის წარმომადგენლები. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილნი იქნებიან ისეთი კომპანიები, როგორიც არის “Autodesk”; HP- „Scream School“; Online VFX. კომპანიები სპეციალური პრიზებით ფესტივალის განმავლობაში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულებს დააჯილდოებენ. აღნიშნული ღონისძიების მიზანია კომპიუტერული ინდუსტრიის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება, საერთო ამოცანებისა და სტრატეგიის შემუშავება, ასევე სამოქმედო გეგმების დასახვა. ერთკვირიანი ღონისძიება მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს: გრაფიკული დიზაინი, თანამედროვე ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში ვიდეოთამაშების წარმოება, განათლება ანიმაცია, ფილმწამოება, ვიზუალური ეფექტები არქიტექტურა, BIM ტექნოლოგიების დანერგვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში სამგანზომილებიანი ბეჭდვა, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები ფესტივალი აერთიანებს სპიკერსესიებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, კონკურსებს, მარათონულ შეჯიბრებს, მრგვალ მაგიდებსა და სხვა აქტივობებს. სპიკერსესიებს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. სესიაში მონაწილე სპეციალისტები ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლებიც ძირითადად პრაქტიკულ მუშაობაზე იქნება აგებული. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების დანადგარები და შექმნილი ნიმუშები. კონკურსები და შეჯიბრებები გაიმართება სწრაფად ხატვაში, დიზაინის შექმნაში და სხვა. ფესტივალის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი - მრგვალ მაგიდასთან დისკუსია - კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს. 20 ივნისს გაიმართება ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, სადაც მოხდება არსებულ პრობლემებზე მსჯელობა, ასევე განვლილი ერთი წლის განმავლობაში კომპიუტერული გრაფიკის სფეროში მომხდარი მოვლენების გაანალიზება და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხილვა. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე გაიმართება ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: http://icgevent.com/
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)