|
2015-06-12 18:21:38, 566 ნახვა
საზოგადოება
შშმ ბავშვებისთვის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული დღესასწაული გაიმართება
ფონდ „სიცოცხლის ხის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ორგანიზებით, 14 ვინისს, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიება ინკლუზიური ხასიათის იქნება და მას 150-მდე ბავშვი დაესწრება. ღინისძიებაზე მოწვეული იქნებიან „პირველი ნაბიჯი საქართველო“-ს დღის ცენტრების, სხვა სარეაბილიტაციო ცენტრების, კავშირების „მშობლეთა ხიდი“, „ანიკა“ და „წმნიდა მიქაელის სკოლის“ აღსაზრდელები და ბენეფიციარები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბანკის თანამშრომლები, მოხალისეების სტატუსით. ფონდი „სიცოცხლის ხე“, რომლის სიმბოლოც ზრუნვას გულისხმობს, მუშაობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე, მათ შორის ხელს უწყობს შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას და გრანტის სახით აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე 14 ივნისს დაგეგმილი ღონისძიება, მართლაც ერთგვარი დღესასწაული იქნება შშმ ბავშვებისთვის, რადგან დატვირთული იქნება ბევრი სახალისო აქტივობით. მათ შორის: „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება 14 ივნისს 15:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, გაგარინის ქუჩა 29ა, სანაპიროს მხრიდან.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)