|
2015-01-21 11:10:30, 1350 ნახვა
საზოგადოება
თბილისის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენების პოლიგონი მოეწყობა
„თბილისის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენების პოლიგონი მოეწყობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ნარმანიას თქმით, სამშენებლო ნარჩენებთან დაკავშირებით დედაქალაქში ქაოსია გამოწვეული. „ჩვენ დღეს შესაბამის ტერიტორიას გამოვყოფთ თბილისის შემოგარენში, რომელიც მოეწყობა სამშენებლო ნარჩენებისთვის და ვაფრთხილებ ყველა კომპანიას ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელსაც სამშენებლო ნარჩენები გააქვს და რომელიც ყრია ნებისმიერ სხვა ადგილზე, ერთის მხრივ მათ უნდა ეშინოდეს იმ ჯარიმების, რომელიც გამკაცრებულია და ადმინისტრირებაც მოწესრიგებულია და მეორეს მხრივ, უნდა მიმართონ მყარი ნარჩენების შპს „თბილსერვისს“ კომპანიას, რათა „თილსერვისმა“ მიუთითოს მათ აწ უკვე გამოყოფილის ადგილის შესახებ და იმ ადგილას უნდა განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები, ვიდრე უფრო ცივილური ფორმით სამშენებლო ნარჩენების გადამუშავებაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული დაინტერესებულ ინვესტორთან ერთად“, - განაცხადა ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)