18:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 13:49:27, 795 ნახვა

ეკონომიკა
აზიმ სადიკოვი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დედოლარიზაცია მოხდეს

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივი წარმომადგენლის აზიმ სადიკოვის განცხადებით, საგარეო შოკების შესამცირებლად, საქართველოში დოლარიზაციის დონის შემცირება უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მცურავი გაცვლითი კურსი შენარჩუნდეს.

სადიკოვის განმარტებით, ლარის გაუფასურება ორი ძირითადი ფაქტორით იყო გამოწვეული - მსოფლიოში დოლარის გამყარება და გარე ფაქტორები რეგიონში.

"საქართველოში ვალუტის გაუფასურება ძირითადად, გამოწვეული იყო ორი ფაქტორის გამო. ეს იყო დოლარის გამყარება გლობალურად და გარე ფაქტორები სამეზობლოდან. რუსეთში, უკრანაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური უკუსვლა, რეცესია და ასევე ამ ქვეყნების ვალუტების გაუფასურება ახდენდა გავლენას საქართველოს ფულად ერთეულზე და კურსის გაუარესებაზე“, - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის არსებობას მიესალმება.

„მივესალმებით მცურავი გაცვლითი კურსის არსებობას, რადგან ეს არის საშუალება, რაც შეიწოვს საგარეო შოკებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საშუალებით გატარდეს გარე შოკი და არ მოხდეს მისი ასახვა რეალურ ეკონომიკაზე. თუმცა ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა ისეთი მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუ ქვეყანას დოლარიზაციის დონე მაღალი არ აქვს, ადამიანი უყურებს თავის შემოსავალს და ხარჯებს ადგილობრივ ვალუტაში და არ აინტერესებს, როგორია გაცვლითი კურსი. მაგრამ როდესაც ადამიანს ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, შემოსავალი კი ადგილობრივ ვალუტაში აქვს, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულად გადააქვს, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში მოხდეს დოლარიზაციის დონის შემცირება და მცურავი გავლითი კურსის შენარჩუნება. ეს გამოწვევა საკმაოდ წარმატებით იქნება განხორციელებული, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნები. ამის წარმატებული შემთხვევები არსებობს და მიგვაჩნია, რომ ეს საშუალება, რომ მცურავი კურსით მოხდეს შოკის გატარება და არ მოხდეს მისი ასახვა რეალურ ეკონომიკაზე, ძალინ მნიშვნელოვანია და ამითაა გამყარებული ჩვენი რეკომენდაცია", - განაცხადა სადიკოვმა.

საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა დღეს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა მთავრობის, ეროვნული ბანკის, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics