|
2015-06-12 10:26:52, 310 ნახვა
ერას შეხვედრა შესაძლებელია ბათუმში გაიმართოს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრიგიორგი თავამაიშვილი შვედეთში, ქალაქ გიოტებურგში ევროპის რეგიონთა ასამბლეის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრებიან. შვედეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არჩილ ხაბაძე და გია თავამაიშვილი ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტს ჰანდე იზსან ბოზათლის შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს აჭარის რეგიონში ერას პროგრამით განხორციელებული პროექტები. საუბარი შეეხო რეგიონთა ასამბლეის როლს ასამბლეის წევრი რეგიონების განვითარების საქმეში. არჩილ ხაბაძემ ერას პრეზიდენტს მომავალი ღონისძიების ჩატარების ადგილად ბათუმი შესთავაზა. "ბათუმს გააჩნია ყველაფერი, რაც საერთაშორისო კონფერენციებისა და კონგრესების ჩასატარებლად არის საჭირო - სხვადასხვა ქვეყანასთან დამაკავშირებელი მოქნილი საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი, მაღალი კლასის სასტუმროები და რესტორნები, რასაც ემატება ისტორიული ღირსშესანიშნაობები და მდიდარი კულტურა. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციას და სხვადასხვა ახალი პროექტისა თუ ინვესტიციის მოზიდვას"- აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)