|
2015-06-10 17:03:19, 521 ნახვა
საზოგადოება
ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ ოთხ დევნილ სტუდენტს სწავლა დაუფინანსა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ 4 დევნილი სტუდენტის სწავლა დააფინანსა. კომპანიამ სტუდენტები, საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეარჩია. გიორგი შულაია, ირაკლი ლეჟავა, ანი კასრაძე და გურამ მაისურაძე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ბიზნესის მართვის, ტურიზმის და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე სწავლობენ. სტუდენტებს პირადად შეხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე. მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის განცხადებით, დევნილი სტუდენტების განათლება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. ,,დევნილთა სამინისტრო არის შუამავალი კომპანიასა და სტუდენტებს შორის. სტუდენტებს ფინანსური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდათ. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას ასეთი ქველმოქმედებისთვის და წარმატება ვუსურვო იმ თითოეულ სტუდენტს,რომელმაც მიიღო აღნიშნული დაფინანსება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ კომერციული დირექტორის განცხადებით, კომპანია ,,ზედაზენი’’ აგრძელებს დაწყებულ ტრადიციას და დებს ინვესტიციას იმ წარმატებული სტუდენტების განათლებაში,რომლებსაც არა აქვთ ამის ეკონომიური საშუალება . ,,ჩვენ ამას განვიხილავთ,როგორც ინვესტიციას საქართველოს მომავალში.როგორც მოგეხსენებათ განათლებაში ინვესტიცია არის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით ჩვენ ვაძლევთ შანსს ამ ადამიანებს გაუკეთონ რელიზება საკუთარ ნიჭს და გახდნენ წარმატებული, პროფესიონალი კადრები", -განაცხადა კახა პაიჭაძემ. გასულ წლებში, ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ უკვე დააფინანსა 9 დევნილი სტუდენტის სწავლის საფასური და ბიზნეს სექტორის ჩართულობის კუთხით, სამინისტროსთან სამომავლო თანმშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)