|
2015-06-10 14:46:08, 538 ნახვა
საზოგადოება
ოთხ დევნილ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ქართული ლუდის კომპანიამ“ კიდევ ოთხი დევნილი სტუდენტის სწავლა დააფინანსა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი შულაია, ირაკლი ლეჟავა, ანი კასრაძე და გურამ მაისურაძე დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს და „ქართული ლუდის კომპანიის“ წარმომადგენელებს კახა პაიჭაძესა და ხათუნა მიქაცაძეს შეხვდნენ. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი სტუდენტები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ბიზნესის მართვის, ტურიზმის და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე სწავლობენ. გასულ წლებში, კომპანიამ უკვე დააფინანსა 9 დევნილი სტუდენტის სწავლის საფასური. დევნილი სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)