|
2018-10-12 14:37:56, 1878 ნახვა
ეკონომიკა
Galt&Taggart-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია გამართა
აქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანიამ, Galt&Taggart-მა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, კონფერენცია - ‘”საქართველოს ინვესტორთა დღე” გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ინვესტორებისთვის უკეთ გაეცნო საქართველო, როგორც რეგიონში გამორჩეული საინვესტიციო ქვეყანა ეკონომიკური მიმზიდველობით, ბიზნესის კეთების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, სტაბილური საბანკო სისტემით. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა, არსებულმა თუ პოტენციურმა ინვესტორებმა, მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკურ, სადაზღვევო, უძრავი ქონებისა და ალკოჰოლურ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. „საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო ერთ წელიწადში ბანკს მოზიდული აქვს 550 მილიონ ლარამდე ინვესტიცია. უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალია ინტერესი ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადად მიეღოთ ინფორმაცია კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან, ქვეყნის პირველ პირებთან ერთად განეხილათ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა, რადგან ვფიქრობთ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „მოხარულები ვართ, რომ „გალტ & თაგარტი“ ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო, როგორიც ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე გამართული “საქართველოს ინვესტორთა დღეა”. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არსებული თუ პოტენციური კლიენტებისთვის ფინანსური ინფორმაციის სიღრმისეულად გასაცნობად. რეგულარული და ეფექტური შეხვედრები ინესტორებთან და ანალიტიკოსთა წრეებთან იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას საქართველოში ოპერირებადი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად ", - განაცხადა "გალტ ენდ თაგარტის" მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. კონფერენციას - „საქართველოს ინვესტორთა დღე“-ს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია, სახელმწიფო და კერძო კომპანიათა ხელმძღვანელი პირები, მოწვეული ინვესტორები და ანალიტიკოსთა წრეების წარმომადგენლები.
(NS)
ბრიტანეთმა რეზერვისტებს ცივი ომის შემდეგ პირველად მოუწოდა მანევრებში მონაწილეობისკენ
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





