06:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 18:33:32, 447 ნახვა

ირმა ქავთარაძემ აკრედიტაციის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ აკრედიტაციის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციის საკითხებს მიეძღვნა.

კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და საქართველოში მომუშავე სამედიცინო ლაბორატორიების წარმომადგენლები.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, აკრედიტაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების ერთ-ერთი საყრდენია. შესაბამისად, აკრედიტაცია ხელს უწყობს თანმიმდევრული, მაღალი ხარისხისა და სანდო შედეგების მიღწევას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics