|
2018-10-09 17:04:40, 1820 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია - საქართველო მრავალფეროვან ბიზნეს შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, ვინც ეძებს ახალ საინვესტიციო მიმართულებებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მოხსენებით გამოვიდა საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმზე, რომელიც მაინის ფრანკფურტში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ბიზნეს ფორუმს ასევე დაესწრნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივანი ნორბერტ ბარტლე, გერმანიის საინვესტიციო კორპორაციის (DEG) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კრისტინ ლაიბახი და სხვა ოფიციალური პირები. აგრეთვე საქართველოსა და გერმანიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებული უწოდა საქართველო-გერმანიის ურთიერთობას და აღნიშნა, რომ გერმანიამ არაერთხელ ითამაშა განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. გიორგი ქობულიას განცხადებით, გერმანია საქართველოს მეორე მსხვილი დონორი ქვეყანაა, რომელმაც 1992 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანას 820 მლნ ევროს დახმარება გამოუყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA). გიორგი ქობულიას თქმით, გერმანია ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. ამავე დროს, მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის პოტენციალი დიდია და ამდენად, ორივე ქვეყნის ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა იყოს მიმართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომლის მთავარი მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს. მისი თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონის ლიდერი ქვეყანაა, რაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებები მეტყველებს. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს თანამიმდევრული და წარმატებული რეფორმების განხორციელებას და განავითარებს ბიზნეს-მეგობრული გარემო შიდა და საერთაშორისო ინვესტიციების წასახალისებლად. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოს მთავრობის სტრატეგიაა ქვეყანა საფინანსო, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბების შესახებ, რასაც ბიზნეს ფორუმზე დიდი ინტერესი მოჰყვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობები, რომლებსაც სთავაზობს მათ, ვინც ეძებს ახალ საინვესტიციო მიმართულებებს, მათ შორის, ქვეყნის ისეთ სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორებიცაა განახლებადი ენერგია, სასტუმრო და ტურიზმი, უძრავი ქონება, წარმოება, ბიზნეს პროცესის აუთსორსინგი, ლოგისტიკა და სხვა. მოხსენების დასასრულს, გიორგი ქობულიამ გერმანული ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.
(NS)
ბრიტანეთმა რეზერვისტებს ცივი ომის შემდეგ პირველად მოუწოდა მანევრებში მონაწილეობისკენ
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





