05:17 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 13:31:22, 1371 ნახვა

სამხედრო
კაპანაძე: ნატო-ს საწვრთნელი ცენტრისთვის ადგილი შერჩეულია, ჩვენ მივყვებით გეგმას და ვაჭარბებთ კიდეც მას

საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრისთვის თბილისში ადგილი უკვე შერჩეულია  და ცენტრი  სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გაიხსნება.

მისივე თქმით,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უკვე გამოყოფილია ოფისი, სადაც ჯგუფი დაჯდება, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

"საწვრთნელი ცენტრის მიმართულებით, ნატო-სთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ.  ვერ ვხედავ რაიმე ხელისშემშლელ პირობას, რომ რაც შეიძლება ჩქარა არ დავიწყოთ აღნიშნულის განხორციელება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში  უკვე გამოყოფილია ოფისი, სადაც ის ჯგუფი დაჯდება, რომელიც  ამ მიმართულებით იმუშავებს; შერჩეულია პიროვნებები, რომლებიც საბოლოო ფორმას მისცემენ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას. შერჩეულია ადგილი და ჩვენ არა მხოლოდ  მივყვებით გეგმას, არამედ ვაჭარბებთ კიდეც მას", - განაცხადა კაპანაძემ და აქვე დასძინა, რომ პარტნიორებთან მჭიდრო  საქმიანობას აგრძელებენ.

"ჩვენ გვაქვს უფლება  იმ პარტნიორებთან ვიყოთ, ვისთანაც  ჩავთვლით საჭიროდ და განვახორციელოთ ის სწავლებები და წვრთნები, რაც მიმართული იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და არა შეტევითი პოტენციალის გაზრდისკენ. აქედან გამომდიანრე,  ჩვენ  პარტნიორებთან ჩვენს საქმიანობას ძალიან მჭიდროდ ვაგრძელებთ“,-განმარტა  ვახტანგ კაპანაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics