|
2015-06-09 11:38:24, 489 ნახვა
საზოგადოება
“გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის“ 2015 – 2020 წლების სამუშაო პროგრამა განიხილეს
“გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის“ 2015 – 2020 წლების სამუშაო პროგრამა განიხილეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) და „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის“ (ENVSEC Initiative) სამხრეთ კავკაიის რეგიონული შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სიტყვით მიმართა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, წყლის რესურსებისა და სახიფათო ნარჩენების მართვის, კატასტროფების რისკის შემცირების, კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი მმართველობის, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას გაეროს ელჩთან საქართველოში ნილს სკოტთან ერთად ეუთოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივას” (ENVSEC Initiative) საფუძველი 2003 წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივით ჩაეყარა. შემდგომში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) გახდა ინიციატივის ასოცირებული პარტნიორი, ხოლო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) და რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისათვის (REC) ინიციატივის სრული პარტნიორები გახდნენ. „გლობალური ხანძრების ცენტრი დიდი ხანია თანამშრომლობს ეუთოსთან „გარემოსა და უსაფრთხოების ფარგლებში“. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ზუსტად გარემოსდცვით პრობლემებს, რომელიც უსაფრთხოებასთა არის დაკავშირებული. დღესდღეობით მნიშვნელოვანი პრობლემაა კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი. ვიმედოვნებთ, რომ „გარემოსა და უსაფრთხოების ინიციატივა“ შეძლებს ამ მოვლენების გადალახვას“, - განაცხადა გლობალური ხანძრების ცენტრის ხელმძრვანელმა იოჰან გოლდამერმა.
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)