|
2015-06-08 17:43:59, 1313 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბრიტანული დელეგაცია იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანულ დელეგაციას გაერთიანებული ძალების განვითარებისა და თავდაცვის აკადემიის გენერალური დირექტორი, ვიცე-ადმირალი დუნკან პოტსი ხელმძღვანელობს. თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ბრიტანელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სიტყვით მიმართვისას, თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს როლზეც გაამახვილა ყურადღება. სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციასა და რეფორმებზე პრეზენტაციები წარუდგინეს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის დელეგაცია საქართველოში მეორედ იმყოფება.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)