|
2018-09-28 14:10:58, 1946 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საგარეო ვალმა, 30 ივნისის მდგომარეობით, 17.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 17.4 მილიარდი აშშ დოლარი (42.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 108.7 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 346.9 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო - 242.4 მლნ აშშ დოლარით, ოპერაციული ცვლილებების გამო - 66.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასის ცვლილებების გამო ვალი 49.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. ამავდროულად, სხვა ცვლილებების გამო ვალი 11.1 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. „სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.2 მლრდ აშშ დოლარი (17.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.0 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 330.6 მლნ აშშ დოლარი (810.5 მლნ ლარი; მშპ-ს 2.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად - 801.5 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 903.8 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.8 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.6 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.6 მლრდ აშშ დოლარი (13.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.5 მლრდ აშშ დოლარი (25.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 65.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.2 მლრდ აშშ დოლარია (10.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 26.0 პროცენტია. 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 31.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო - 9.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2018 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 330.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში. ცნობისთვის, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





