|
2015-06-08 14:23:30, 303 ნახვა
ლიტველმა სტუმრებმა თინათინ ხიდაშელს იუბილე სიმღერით მიულოცეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტველ კოლეგას იუოზას ოლეკასს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. იუოზას ოლეკასი ავღანეთიდან ლიტვაში ბრუნდება. საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა არაოფიციალურ შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. საუბარი, ასევე, ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ პროგრესს შეეხო. თინათინ ხიდაშელმა იუოზას ოლეკასთან თავდაცვის მინისტერიალის წინ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. „გავცვალეთ მოსაზრებები იმ, პირობითად დავარქვათ, საგზაო რუკასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს მიერ ვარშავის სამიტამდე მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ლიტველ კოლეგასთან შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. „ლიტვა ჩვენი მეგობარია, მხარდამჭერია, გვერდში უდგას საქართველოს მუდმივად და ამჯერადაც ამ მხრივ არაფერი არ შეიცვლება“, - განაცხადა ხიდაშელმა. შეხვედრას ლიტვის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დანიუს კატილიუსი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ლიტველმა სტუმრებმა თინათინ ხიდაშელს იუბილე ლიტვურ ენაზე შესრულებული სიმღერით მიულოცეს. თავდაცვის მინისტრებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)