03:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 12:46:58, 334 ნახვა

ლაშა თორდიას ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა.

თორდიას თქმით, აუდიტის სამსახურმა საქმის შესწავლა დაასრულა და შესაბამისი მასალები უკვე პროკურატურაშია გადაგზავნილი.

"აუდიტის სამსახურმა "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით მუშაობა დაასრულა და მასალები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში. როგორც ვიცი, ის საქმეში მტკიცებულების სახითაა მოცემული. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნებს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გამო ზედმეტი კომენტარისაგან თავს შევიკავებ, ვინაიდან საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომ რომ არ იყოს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოზე აუდიტის სამსახურის მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ამ შემთხვევაში კომენტარისგან თავს შევიკავებ. თუმცა, რა თქმა უნდა, დარღვევები იყო", - განაცხადა ლაშა თორდიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics