|
2018-09-21 19:24:36, 3220 ნახვა
ეკონომიკა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბიზნესგეგმების ეტაპი იწყება. აღსანიშნავია, რომ 17 392 მიღებული განაცხადიდან, შემდეგ ეტაპზე - 2523 ბიზნესიდეის განაცხადის ავტორი გადავიდა. ახალი პირობებით განახლებული სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესიდეები მიღება დაიწყო 20 აგვისტოს და გრძელდებოდა 2 სექტემბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ ბიზნესგეგმების ეტაპზე უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას. განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც - პროგრამის მოსარგებლის/მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ, ან გააფრთოონ საკუთარი ბიზნესი. ფინანსური დახმარების გაწევის გზით, რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.
2015-2018 წლის მონაცემებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მხარდაჭერილია 5 313 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 949 474 ლარი, სადაც 8 412 მოსარგებლეა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა თბილისისა.
შენიშვნა: დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ აუცილებელია, რომ გაიაროს რამდენიმე ეტაპი: • ონლაინ აპლიკაციის შევსება: http://www.enterprisegeorgia.gov.ge • ბიზნესიდეების კონკურსი: საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა; • საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი; • მომზადებული ბიზნესგეგმების კონკურსი; • კონკურსის შედეგად გამოვლენლი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ დაფინანსებას.
ინფორმაციისთვის: კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც აღნიშნული პროცედურების გავლის პროცესში მოემსახურებიან კონკურსანტებს, კონკურსის წესით 2015 წელს შეირჩა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ქვეყნის ყველა რეგიონში, 4 კომპანია ემსახურება: 1. შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი; 2. შპს ჯი-ემ-სი-ჯი - INNOVA; 3. ა(ა)იპ RDA - რეგიონალური განვითრების ასოციაცია; 4. ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობა - საქართველოს სკაუტები.
(NS)
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





