12:32 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 13:53:01, 2290 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ და სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით იმართება.

მინისტერიალის დაწყებამდე გიორგი ქობულია სესილია მალმსტრომს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტური განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს მისი ეკონომიკის ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სამომხმარებლო ბაზრის ხელმისაწვდომობას ტარიფებისა და კვოტების გარეშე.

როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, სავაჭრო საკითხებში ევროკომისართან შეხვედრის ძირითადი თემა იყო იმ პროგრესის განხილვა, რომელიც საქართველოს აქვს ევროსტანდარტების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 „მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მალმსტრომი მიესალმება და იწონებს ჩვენს მიერ არსებული გეგმის განხორციელებისა და შესრულების ტემპებს. ასევე აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი ევროკავშირთან, რომლის ზრდამაც, აგვისტოს ჩათვლით, დაახლოებით 12 პროცენტი შეადგინა. ჩვენ ვილაპარაკეთ რამდენიმე გამოწვევაზე, თუ როგორ დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის სტანდარტები მეცხოველეობის სექტორში, რათა ჩვენმა კომპანიებმა, რომლებიც ამ სექტორში მუშაობენ, მაქსიმალურად გაზარდონ ექსპორტი ევროკავშირში. ასევე განვიხილეთ სახელმწიფო შესყიდვების სტანდარტების ზრდა საქართველოში და თუ ჩვენ მივაღწიეთ ორ-სამ თვეში დაგეგმილ შედეგებს და მივიღეთ აკრედიტაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, ჩვენი კომპანიები შეძლებენ უკვე ევროპასა და ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

პირველ არაოფიციალურ მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ უკრაინისა და მოლდოვის სამთავრობო დელეგაციები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics