06:11 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-07 15:50:37, 4348 ნახვა

სპორტი
არჩილ ჭყოიძე: ქეთი დოლიძეს არ აქვს უფლება, ემიგრანტებზე ისაუბროს

„ევრაზიული არჩევანის“ ლიდერის არჩილ ჭყოიძის შეფასებით, რეჟისორ ქეთი დოლიძეს არ აქვს უფლება, ემიგრანტებზე ისაუბროს. 
როგორც ჭყოიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ქეთი დოლიძეს, 10 წელზე მეტია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. 
მან დოლიძესთან დაკავშირებით ქართული ანდაზა მოიყვანა მაგალითად ,,მაძღარ კაცს, ყველა მაძღარი ეგონაო".
„ქეთი დოლიძეს არ აქვს უფლება ისაუბროს ემიგრანტებზე, არა იმიტომ, რომ ქართული ემიგრაცია ან დიასპორა შეუცდომელია. ქეთი დოლიძე მოყოლებული შევარდნაძის პერიოდიდან იყო სასათბურე პირობებში. უკვე 10 წელიწადზე მეტია, მას აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, მისთვის იოლია სხვაზე საუბარი. ქართულ ანდაზას მოვიშველიებ - ,,მაძღარ კაცს, ყველა მაძღარი ეგონაო". ასე დაემართა ეტყობა ქალბატონ ქეთის. თუმცა აქვე სიმართლესაც თვალი უნდა გაუსწოროთ და ვთქვათ, რომ ქართული დიასპორაც საკმაოდ სუსტი, დაქსაქსული და არაორგანიზედბულია, რასაც აუცილებლად სჭირდება გამოსწორება“, – წერს ჭყოიძე.
ცნობისთვის, ქეთი დოლიძემ „ფეისბუქის“ გვერდზე ემიგრანტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გაჭირვების გამო ქვეყნიდან წასულ ადამიანს, არ შეიძლება, ემიგრანტი ერქვას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics