|
2018-09-19 14:26:36, 8928 ნახვა
კულტურა
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლექციების ციკლი - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ჩატარდება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველი თვის ერთ-ერთ პარასკევს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ლექცია-კონცერტების მესამე სეზონი გაიხსნება. ამის შესახებ კონსერვატორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ მიეძღვნა. ლექციები 28 სექტემბერს დაიწყება და მათი ხანგრძლივობა 50-60 წუთი იქნება. პრესკონფერენციას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, კონსერვატორიის პროფესორი, რექტორის მოადგილე და პროექტის იდეის ავტორი მანანა დოიჯაშვილი და პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დიდი დარბაზის დირექტორის მოადგილე ნატა მეცხოვრიშვილი უძღვებოდნენ. სოფიო ხუნწარიას თქმით, არაფორმალური განათლება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „პროექტის სამიზნე ჯგუფი საჯარო სკოლების 7-14 წლის ასაკის მოსწავლეები არიან. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ცნობიერებაში კლასიკური მუსიკისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში ჩაისახოს. პროგრამა თითოეულ მათგანს შესაძლებლობას მისცემს, ამ ჯადოსნურ სამყაროს ეზიაროს“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ. აღნიშნული პროექტი საორკესტრო, ინსტრუმენტული, ვოკალური მუსიკის ჩათვლით, მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს. თითოეულ ლექციას პროფესიონალი მუსიკოსები და მუსიკისმცოდნეები: ნანა კაცია, მიხეილ ქირია, ნინო ანანიაშვილი, ლაშა ბუღაძე, თამარ ლიჩელი, ირაკლი ევსტაფიშვილი, კოკა ნიკოლაძე, მირიან ხუხუნაიშვილი და ნინო ჟვანია გაუძღვებიან. თემატიკის შესაბამისად, ყოველი ლექცია-კონცერტი გამდიდრებული იქნება მუსიკალური ნომრებით პროფესიონალი მუსიკოსებისა და ნორჩი შემსრულებლების მონაწილეობით. კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის 2018/2019 აკადემიური წლის სეზონის ათივე კონცერტზე დასასწრებად, სპეციალური აბონემენტი მოქმედებს, რომლის შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიისა და თბილისის საკონცერტო დარბაზების სალაროებში. ასევე, ვებგვერდზე www.tkt.ge.
(NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)