|
2015-06-07 12:39:12, 343 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფოკაში იმყოფებოდა, სადაც პროექტის - "მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს" - ფარგლებში ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. როგორც იუსტიციის სამიინსტროში აცხადებენ, თეა წულუკიანი ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ფოკას ადგილობრივ დეპუტატ ენზელ მკოიანთან და გაზეთ "ვრასტანის" მთავარ რედაქტორ ვან ბაიბურთთან ერთად ეწვია. ფოკაში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. უწყების ინფორმაციით, თეა წულუკიანი ფოკას სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ ესაუბრა და დაინტერესდა, რამდენად გაეცნენ მოსწავლეები იმ ლიტერატურას, რომელიც თეა წულუკიანმა მათ 4 თვის წინ საჩუქრად გადასცა. მინისტრთან ერთად ფოკელ ახალგზარდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს წარსულში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცმა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე არტურ კაზაროვმა, ნინოწმინდელმა ნოტარიუსმა რომან კოსტანიანმა და ვან ბაიბურთმა. მათ ახლგაზრდებს თავიანთ მაგალითზე უამბეს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში წარმატების მიღწევისთვის ქართული ენის ცოდნა. მინისტრმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, რომ ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების სურვილს, იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და იუსტიციის სამინიტრო ფოკას საჯარო სკოლის მოსწავლეებს ივლის-აგვისტოში სვანეთში მოგზაურობას შესთავაზებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკინმა 7 ადგილობრივს საქართველოს მოქალაქის პასპორტი პირადად გადასცა. იუსტიციის მინისტრმა ფოკას საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სპეციალურად მათთვის დაგეგმილი კომპიუტერული უნარების ტრენინგის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და ტრენერი წარუდგინა. 50-მდე ახალგაზრდა სწავლებას საზოგადოებრივ ცენტრში გაივლის. ტრენინგის ხანგრძლივობა ორი კვირა იქნება. IX-X კლასის მოსწავლეები საოფისე პროგრამებს დაეუფლებიან. „კომპიუტერული უნარ-ჩვევების ტრენინგი პირველი სასწავლო კურსი არ არის, რომელიც ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში იმართება. 2014 წლიდან აქ უკვე ფუნქციონირებს ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსები, სადაც ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას კვირაში ორჯერ დისტანციურად ეუფლებიან“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. უისტიიცის სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანმა ფოკაში საზოგადოებრივი ცენტრის გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ენზელ მკოიანთან და ვან ბაიბურთთან ერთად ცენტრის ეზოში „მეგობრობის ხე“ დარგო. „საზოგადოებრივი ცენტრების გამწვანების აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა და სოფლის მოსახლეობის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა; პროცესში მოსახლეობის ჩართულობა კი სოფლის მცხოვრებთ საშუალებას აძლევს, თავად იზრუნონ საზოგადოებრივ ცენტრებზე, რომლებიც მათ, 200-ზე მეტი სერვისის გარდა, შეკრებებისა და შეხვედრებისათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურასაც სთავაზობს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)