02:24 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-07 10:39:26, 310 ნახვა

შსს–მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე გიორგი ლ. და ოთარ მ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ლ-მ 550 ლარის სანაცვლოდ მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ,,ბერეტას'' მოდელის პისტოლეტი, რაც ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება და სროლისთვის ვარგისია. სამართალდამცველებმა ოთარ მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული საბრძოლო მასალა ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics