12:33 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 17:46:51, 3117 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორთან საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი ხელმძღვანელობს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და ირმა ქავთარაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

„ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩვენ ენერგეტიკული სექტორის რეფორმაში გვეხმარება. რეფორმა ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს ინიციატივებს, როგორიცაა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება, ენერგოეფექტურობის დანერგვა მშენებლობასა და სხვა სექტორებში და სხვ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იანეშ კოპაჩთან შეხვედრის შემდეგ.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დავაჩქარებთ რეფორმის დანერგვას, რაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოს ენერგოსექტორის ეფექტურობის ამაღლებას," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

„ჩვენ განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების ყველა დეტალი. როგორც ჩანს, მინისტრი ძალზედ დაინტერესებული ამ საკითხებით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს. მინისტრი იმ დეტალებით დაინტერესდა, რაც შესაბამისი კანონის მიღებისა და დანერგვის აუცილებელი წინაპირობებია. ზოგადად, ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩვენ ასევე შევათანხმეთ სამომავლო შეხვედრები იმ დეტალებზე სასაუბროდ, რომლებიც დამატებით განხილვას საჭიროებს“, - განაცხადა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეშ კოპაჩმა. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics