10:44 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 17:46:52, 549 ნახვა

გლდანის მესამე ა მიკრორაიონში გზის საფარისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან სკვერისა და ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 300  კვ.მ ფართობზე იგება.

სამუშაოების ფარგლებში, სკვერში შესაბამისი ინვენტარი განთავსდება, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები, ბორდიური, საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება განათება და სარწყავი სისტემა.    

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დებუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად ადგილზე გაეცნო. 

„მესამე ა მიკრორაიონში გზის და სკვერის მოწყობის სამუშაოებს ვახორციელებთ.  გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან, გასულ წელს, სპორტული მოედანი მოეწყო, შემდეგ მიწის მოჭრის სამუშაოები განვახორციელეთ, წელს კი, გზის საფარის მოწესრიგება და სკვერის მოწყობა ერთობლივად მიმდინარეობს. გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

საგზაო სამუშაოებს შპს „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics