|
2015-06-07 10:30:26, 440 ნახვა
საზოგადოება
დღეს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
დღეს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა მარათონს "ერთად ვიმარჯვებთ" უკავშირდება. „7 ივნისს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე ტარდება მარათონი სახელწოდებით ,,ერთად ვიმარჯვებთ”. ღონისძიების ჩატარების პერიოდში ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიცკევიჩის, პეკინის, კოსტავას ქუჩებსა და რუსთაველის გამზირის გზის სავალ ნაწილზე. აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ვაკიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება საბურთალოს, გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით. სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით. ხოლო სადგურის მოედნიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის ესტაკადის გავლით. რაც შეეხება კოჯრის გზატკეცილზე მომუშავე მარშრუტებს, ტრანსპორტი მობრუნდება ამაღლების ქუჩაზე“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)