|
2018-09-14 12:00:04, 1956 ნახვა
ეკონომიკა
ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი გამოქვეყნდა
ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, წინადადებებისა და მოსაზრებების განხილვის მიზნით, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი გამოქვეყნდა. როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტი ხელმისაწვდომია როგორც უწყების, ისე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდებზე. "ფინანსთა სამინისტრო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფს სთავაზობს შენიშვნები და წინადადებები ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: NewCustomsCode@mof.ge გამოაგზავნოს. პარალელურად, ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს საინფორმაციო კამპანიას ახალი საბაჟო კოდექსის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. "კანონპროექტის შემუშავების მიზეზია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან დაახლოების და საბაჟო და საგადასახადო სფეროს მარეგულირებელი დებულებების გამიჯვნის აუცილებლობა. მისი მიზანია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და შესაბამისად, საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, რაც გაამარტივებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურებს და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირის მეწარმეებისთვის ერთნაირ საბაჟო რეგულირების გარემოს", - წერია განმარტებით ბარათში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)