06:58 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 19:37:49, 1615 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია - ფორუმზე საქართველოს მხარემ წარადგინა მსხვილი პროექტები, რომლის მიზანსაც ქვეყნის საზღვაო ჰაბად გადაქცევა წარმოადგენს

ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საქართველოს მხარემ წარადგინა მსხვილი პროექტები, რომლის მიზანსაც საქართველოს საზღვაო ჰაბად გადაქცევა წარმოადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მიიღო ძალიან ფასეული წინადადებები მონაწილეებისგან, რომლებიც ეხებოდა როგორც ანაკლიისა ან ფოთის პორტების განვითარებას, ასევე ახალ მიმართულებებს, როგორიცაა საპორტო სერვისებისა და ოპერაციების დიგიტალიზაცია, რომლებიც საზღვაო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება.

ცნობისთვის, ბათუმში 12-14  სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) გაიმართა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ჩატარდა, მას ორგანიზება გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. ბათუმის ფორუმში 53 სახელმწიფოს 400მ-დე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics