12:21 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 19:16:22, 1637 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩეხეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ინვესტიციებისა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „რედისონში" საქართველოს-ჩეხეთის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხური მხრიდან ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ბარტლი უძღვებოდნენ

„ეს არის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ინვესტიციები -  შეიძლება ვთქვათ, რომ მოვიცავთ ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს და განვიხილავთ იმ თანამშრომლობის გზებს, რომლებიც შეიძლება განვავითაროთ ჩეხურ მხარესთან", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გენადი არველაძემ.

მისივე თქმით,  ასევე მნიშვნელოვანია ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობა „ერთი გზა-ერთი სარტყელის" ფარგლებში და ამ კუთხითაც განიხილება  სხვადასხვა შესაძლებლობები. გენადი არველაძის განცხადებით,  ჩეხეთი, 2018 წლის მონაცემებით, მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობები მყარ საფუძველს ქმნის ხარისხობრივად ახალ დონეზე განვითარდეს ეკონომიკური კავშირები.  მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა,  გაგრძელდეს  ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავება/დივერსიფიცირებას, ასევე ინვესტიციებისა და  ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას
დავორ ივო სტიერი - იმსახურებს საქართველო ასე ცხოვრებას? ამ მომავლისთვის იბრძოდნენ ისინი? ეს არის ქართული ოცნება? ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ახლა ეს კოშმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics