|
2018-09-13 14:42:50, 9282 ნახვა
High - Tech
ყველაფერი, რაც ახალი iPhone-ს კამერის, ეკრანის და ფასის შესახებ უნდა იცოდეთ
გუშინ, 12 სექტემბერს, აშშ-ში კალიფორნიის შტატში არსებული Apple-ის სათაო ოფისში სტივ ჯობსის ცენტრში სამი ახალი სმარტფონის - iPhone Xs, iPhone Xs Max და iPhone Xr პრეზენტაცია გაიმართა. გარდა სმარტფონებისა კომპანიამ ჭკვიანი საათის განახლებული მოდელი წარადგინა, რომელზეც მიმოხილვა სავარაუდოდ მოგვიანებით იქნება. მთავარი რამ, რაც შარშანდელ მოდელთან iPhone X-თან შედარებით შეიცვალა, ახალი პროცესორი და ერთი ახალი ფერია. და ამჯერადაც უნდა დავიწყოთ ბოდიშით - ყველაფერი, რაც Apple-მა წარადგინა დროზე ადრე ისეთ დეტალებში იყო ცნობილი, რომ ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ , უკვე იცით.
ორივე ახალი ფლაგმანის კამერების რეზოლუცია იგივე დარჩა - ორივე კამერას 12-12 მეგაპიქსელიანი “All-new” გაზრდილი სენსორი გააჩნია,როგორც შარშანდელ მოდელში ერთი ლინზა ფართოკუთხიანი f/1.8, ხოლო მეორე შორი, საპორტრეტო კადრებისთვის გამოდგება და მისი მინიმალური დიაფრაგმა f/2.4 შეადგენს. ორივე სმარტფონზე კამერებს ვიდეოს და ფოტოს გადაღების დროს ოპტიკური სტაბილიზაციის ფუნქცია ხელმისაწვდომი დარჩა. ორივე სმარტფონს 4K (60 კადრი წამში) და Full HD 240 fps ვიდეოს ჩაწერა შეუძლია. რაც შეეხება ხმის დამუშავებას, მას ახლა 4 მიკროფონი ერთდროულად იწერს, რაც შემდეგ, ვიდეოს ყურების დროს სამგანზომილებიანი ბგერადობის ეფექტს ქმნის.
"პორტრეტის რეჟიმში" გადაღების დროს ხელოვნური ინტელექტი “Portrait Light”-ის ფუნქციას რთავს და სურათს პროგრამულად სიღრმის და შუქ-ჩრდილის განსაკუთრებული ეფექტი ეძლევა. რაც შეეხება ეკრანებს , ვითარება თითქმის არ შეცვლილა - Xs ძველებურად "სამსუნგის" წარმოების 5.8 2436×1125 ინჩიანი "ოლედ" True Tone , ხოლო Xs Max იგივე ტიპის, მაგრამ 6.5 დიუიმის 2688х1242 რეზოლუციის ეკრანი ამშვენებს. რაც შეეხება უმცროს Xr-ს , მას 6.1ინჩი , LCD, "Liquid Retina"1792х828 რეზოლუციის ეკრანი გააჩნია. ყველა ტელეფონის ეკრანი HDR 10-ის ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. ფასს რაც შეეხება, ის ამ წელსაც ე.წ "ფსიქოლოგიურ ზღვარს" გასცდა. Xr – $750-დან, Xs – $1000-დან და Xs Max – $1100-დან დაიწყება, მაგრამ ეს აშშ-ში, საბაჟოს განბაჟების გარეშე... სავარაუდოდ ჩვენთან ახალი სმარტფონების ფასები ბევრად უფრო მაღალი იქნება.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|








epn.ge (@expressnews.ge)