12:21 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 12:38:15, 1068 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პირველი ფინტექ ჰაკათონი გაიმართება

მთელი საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 14 - 16 სექტემბერს ფინტექის თემატიკაზე ქვეყნის მასშტაბით პირველი ჰაკათონი გაიმართება.

ჰაკათონში მონაწილეობას მიიღებენ დეველოპერები, დიზაინერები, ფინანსისტები, მარკეტერები, რომლებმაც 12 სექტემბრამდე გაიარეს რეგისტრაცია ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად. სპეციალურად ჰაკათონისთვის, საქართველოს ბანკმა შექმნა API სენდბოქსი, რომელიც მოიცავს იმ სერვისებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება გადახდებზე ორიენტირებული პროექტების პროტოტიპების შექმნაში. ჰაკათონის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების მიზნით ხელი შეუწყოს ფინანსური სერვისების სფეროში ახალი, ინოვაციური, ტექნოლოგიურ იდეებზე დაფუძნებული სერვისების შექმნას. ჰაკათონი მთლიანად დაეთმობა ფინტექის კონკრეტულ მიმართულებას - გადახდების მობილურ და ვებ სერვისებს.

აღსანიშნავია, რომ მონაწილე გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და ექნებათ შესაძლებლობა, პროექტი საქართველოს ბანკის შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებთან კონსულტაციით წარმართონ. პირველ ადგილზე გასული გუნდი პროექტის დასრულებისთვის 10 000 ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი 3 000 ლარს, მესამე ადგილის მფლობელ გუნდს კი 1 000 ლარი გადაეცემა.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების საკუთარი პროგრამა BOG Fintech შექმნა. მოხარული ვარ, რომ BOG Fintech  პროგრამის ფარგლებში ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს და სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ წარმოადგინონ მათი იდეები უკვე მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ - მიიღონ შესაძლებლობა განავითარონ საუკეთესო იდეები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. 

ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიეთ ვებგვერდს: www.fintech.ge

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას
დავორ ივო სტიერი - იმსახურებს საქართველო ასე ცხოვრებას? ამ მომავლისთვის იბრძოდნენ ისინი? ეს არის ქართული ოცნება? ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ახლა ეს კოშმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics