15:06 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 11:14:36, 514 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ქვედანაყოფებს შორის მინი-ფეხბურთის საგაზაფხულო ტურნირი ტარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინიაციატივით, 2015 წლის 20 მაისიდან სტარტი აიღო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გუნდებს შორის საგაზაფხულო ტურნირმა მინი-ფეხბურთში.

შსს-ს ინფორმაციით, ტურნირი მიზნად ისახავს სამინისტროს სისტემაში ფეხბურთის, როგორც სპორტის სახეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციას, ასევე სამინისტროს თანამშრომლებს შორის ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას.

ტურნირი წრიული სისტემით ტარდება და მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 ქვედანაყოფი იღებს მონაწილეობას. ტურნირის მსაჯობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფი „ფიფა“-ს ფუტზალის არბიტრები ახორციელებენ.

ფინალური თამაში 29 ივნისს გაიმართება. გამარჯვებულ გუნდს შინაგან საქმეთა სამინისტროს თასი, საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრებს – შსს მედლები და სიგელები გადაეცემათ. გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მეკარე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რუსეთის რკინიგზამ საქართველოსა და სომხეთში ტურის დაწყება გამოაცხადა
საიამ დევნისა და ვანდალიზმის საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics