|
2018-09-12 16:25:31, 1432 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: დიდი ენერგია და ენთუზიაზმი მაქვს, რომ როგორც მინისტრმა, მნიშვნელოვანი შედეგები მოვუტანო ქვეყანას
„ძალიან დიდი ამბიციები მაქვს და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას ვაპირებ ჩვენი ქვეყნისთვის" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში ცნობილ საკონსულტაციო კომპანიაში 18-წლიანი წარმატებული კარიერის დასრულების შემდეგ მზადაა, მთელი ცოდნა და გამოცდილება ქვეყანას მოახმაროს. „იმ კომპანიაში, სადაც აქამდე ვმუშაობდი, მე მივაღწიე ზენიტს საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ გამეგრძელებინა მუშაობა და ჩემი, ასე ვთქვათ, დროისა და და ენერგიის 18 წლის ინვესტიცია გამენაღდებინა ამ კომპანიაში, დავტოვე სამსახური და დავბრუნდი უკან, ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველოს ვემსახურო", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დაკისრებულ მოვალეობებსა და არსებულ ამოცანებს. „მსურს არავისთვის საეჭვო არ იყოს, რომ მაქვს დიდი ენერგია, ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მე ამ სამსახურიდან კარგი შედეგები მოვუტანო ქვეყანას და ჩემი გამოცდილება თუ ენერგია მას მოვახმარო", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)