|
2018-09-11 14:49:19, 429 ნახვა
ფინანსთა მინისტრი: CAREC-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ღია პოტენციალის გამოსაყენებლად
სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ მესამე ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმზე, რომელშიც მონაწილეობენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, CAREC არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად. „ჩვენ რამოდენიმე წელია შევუერთდით CAREC-ს. ეს არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ენერგეტიკის სფეროზე. ენერგეტიკულ სფეროში კოოპერაცია დიდ შესაძლებლობებს ქმნის რომელიც ერთდროულად პასუხობს ენერგეტიკულ რესურსებზე ეფექტიანი და უსაფრთხო წვდომის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გასაძლიერებლად ენერგო კორიდორების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს ესწრება აზიის განვითრების ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ვერნერ ლიპახი.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)