02:15 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 18:47:15, 671 ნახვა

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

შეხვედრაზე 2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაფასეს და არსებული გამოწვევბი განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების ჩატარება, რათა მოხდეს ხარისხობრივი პრობლემების მოგვარება და ტურისტული სეგმენტის კიდევ უფრო ზრდა.  ისაუბრეს ასევე მთის ტურიზმის განვითარების კუთხით გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე. გაიმართა ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია.

დღესვე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენილ იქნა ქრისტინე ძიძიგური, რომელიც დეპარტამენტში საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისა და სერვისების განვითარების სამსახურს გაუწევს კურირებას.

,,დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა ტურიზმის დეპარტამენტში. წარმოდგენილი იყო ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ ზოგადი სტრატეგიული მიმართულებები და საქმიანობა. მუშა რეჟიმში განვიხილეთ საკითხები , რომლებიც მომავალი წლისთვის უნდა გამოსწორდეს. აღინიშნა, რომ  უნდა შევინარჩუნოთ ტურისტების მზარდი შემოდინების ტენდენცია ქვეყანაში. ასევე, მინდა მოვუწონო ბატონ სულხან ახალი მადგილის ქრისტინე ძიძიგურის დანიშვნის გადაწყვეტილება. ქალბატონი ქრისტინეს გამოცდილება და პროფესიონალიზმი დაგვეხმარება იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტს დღეს აქვს. ვუსურვებ მას წარმატებებს მის მომავალ საქმიანობაში", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics