23:47 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 10:59:21, 566 ნახვა

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურტურიდან აცნობეს.

 უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, ღამის საათებში, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.თ. თანხის მისაკუთრების მიზნით ქ.თბილისში თავს დაესხა ტაქსის მძღოლს გ.ო.-ს, დანა დაადო გულმკერდის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გასტაცა გამომუშავებული ფულადი თანხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა გ.თ. 2017 წლის 23 სექტებერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  გ.თ.  დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის  სახედ  და  ზომად  9 წლით  თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics