21:43 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 13:07:11, 433 ნახვა

კიკეთში, ბაჩანას ქუჩაზე მილხიდი ეწყობა

კიკეთში, ბაჩანას ქუჩაზე არსებულ ხევში, რომელიც ხუთ ოჯახს გარესამყაროსთან აკავშირებს, მილხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტი, უამინდობის დროს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

მილხიდის მშენებლობის სამუშაოებს კიკეთში მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

გამგებლის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება აქ მცხოვრებთათვის  წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას გადაჭრის.

მისივე განმარტებით, ძლიერი წვიმები ხევში არსებული გრუნტისქვეშა წყლების ადიდებას და გადასასვლელის ჩახერგვას იწვევდა, რის შედეგადაც მოსახლეობა ხევს მიღმა გარესამყაროს წყდებოდა.

მილხიდის მოწყობისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 33 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics