21:00 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 12:20:54, 583 ნახვა

ფოთში, აფეთქების შედეგად დაშავებულ 2 პირს ოპერაცია უტარდება

ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ 2 მოქალაქეს ოპერაცია უტარდებათ.

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა სულხან ორჟონიამ აღნიშნა, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის საოპერაციო ბლოკშია გადაყვანილი. 

„კატასტროფის სამსახურის ბრიგადის მიერ, ფოთის საავადმყოფოდან გადმოყვანილ იქნა მამაკაცი, დიაგნოზით - დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანება. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის არის უკიდურესად მძიმე. კომატოზურ მდგომარეობაშია, იმყოფება მართვის სუნთქვაზე. სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში“, - განაცხადა ორჟონიამ.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ქუთაისის ამბულატორიის სამსახურის უფროსის ეკატერინე ნიშნიანიძის თქმით, პაციენტს ქალა ტვინის ღია ტრავმა აქვს მიღებული. 

"პაციენტი მოთავსებულია ინტენსიურ განყოფილებაში. იგეგმება ნეიროქირურგიული ჩარევა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემბდებარება“, - განაცხადა ეკატერინე ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, ფოთში დღეს გამთენიისას აფეთქება მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics