|
2018-09-03 16:54:17, 381 ნახვა
ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ ი.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა ი.ქ. 2018 წლის 31 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.ბათუმში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე ქ. ბათუმში ი.ქ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ყოფილ სიძეს - ნ.დ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ნ.დ.- ს გადარჩენა მოხერხდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)